ავიაკომპანიის AIR FRANCE პარიზი-თბილისის   საინაუგურაციო რეისის პირველი მგზავრი სალომე ზურაბიშვილი იყო

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ AIR FRANCE პირველი რეისი შეასრულა. საინაუგურაციო რეისის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.

2019 წლის ზაფხულის სეზონზე, 31 მარტიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, FRANCE-I თბილისიდან პარიზის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ოფიციალური სიტყვით პრეზიდენტმა გახსნა.

“ძალიან დიდი ხანი ველოდი, რომ ყოფილიყო პირდაპირი ხაზი პარიზსა და თბილისს შორის. ეს პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. მაგრამ მგონი, ჩემსავით საქართველო დიდი ხანი ელოდა, რომ თბილისში საფრანგეთის ავიახაზები შემოვიდოდა. დიდი ხანია, რაც საქართველოდან ავიახაზი პარიზამდე დაფრინავს და ევროპიდან თბილისში სხვადასხვა კომპანიები ჩამოდიან. საფრანგეთს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმ მხრივ, რომ საფრანგეთი სიმბოლურად უბრუნდება ალექსანდრე დიუმას გზას და ამით პასუხობს მოლოდინს, რაც იყო საფრანგეთის მოლოდინი. ეს არის ახალი ეტაპი საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებში. რაკი საფრანგეთი ხდება ევროპის მომავლის ლიდერი, ეს საქართველოსთვის არის დაბრუნება ევროპაში და საქართველოსთვის პირდაპირი კავშირი ევროპასთან”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ AIR FRANCE –თან დაძაბული მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა.

„ეს დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებაში. ევროკავშირი ერთ-ერთი ჩვენი სამიზნე ბაზარია, ასეთი პირდაპირი ფრენების გარეშე ტურისტების ევროკავშირიდან მოზიდვა არის ძალიან რთული. ვიმედოვნებთ, რომ AIR FRANCE სხვა კომპანიებს მისცემს მაგალითს და მეტი ასეთი პირდაპირი რეისი გვექნება. ასეთი რეისები ხელს შეუწყობს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კთიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

პარიზის შარლ დე- გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმაროთულებით ფრენები კვირაში ორჯერ, AIRBUS A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო