ჭავჭავაძეზე ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა  მოხდა,   მუნიციპალური ინსპექციის მიერ შემოწმდა და კომპანია „ტრანსმშენმა“ დასკვნები ერთი კვირის წინ წარადგინა

ჭავჭავაძის გამზირზე ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა, მოხდა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შემოწმდა და კომპანიამ დასკვნები ერთი კვირის წინ წარადგინა.

„შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მიწა მოწყდა, ეს ობიექტი იყო გადამოწმებული, დასკვნები წარმოდგენილი. ჩვენ მოვთხოვეთ ამ კომპანიას ის დასკვნა, რომელიც უნდა ჰქონოდათ სამშენებლო მოედანზე, როგორც ყველა ობიექტს ვთხოვთ“, - განაცხდა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გიორგი ბაგრატიონმა.

მისივე თქმით, არანაირი წინასწარი ეჭვი შესაძლო დარღვევაზე არ ყოფილა. კომპანია „ტრანსმშენმა“ შესაბამისი დოკუმენტაცია ერთი კვირის წინ წარადგინა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს