მიწის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს მაშველები  გეორადარის მეშვეობით ეძებენ

ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ.

ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი მოხდება დადგენა, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი. „მიმდინარეობს ძებნა, ხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს. ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ ადგილის სკანირება, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ ადამიანი იმყოფებოდეს“, - განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა. 40 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა