გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება.

ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბუნებრივია სახელმწიფოს ინტერესი, რომ შეფასდეს იურიდიული რისკები.

„ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სირთულეები კონსორციუმის მხრიდან კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. აგრეთვე გვაქვს სირთულეები დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში. ამიტომ აზრიანია, რომ ჩვენ შევაფასოთ იურიდიული რისკები, თუ კონსორციუმმა ვერ შეძლო კაპიტალის მოზიდვა, ან ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ საფინანსო ინსტიტუტებთან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო