გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეზე - სჯობს, რომ უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს

რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომეტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი , მინისტრმა უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.

„სჯობს, რომ უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს. მე ვთქვი და გავიმეორებ, ჩემი თმენის ვალდებულებიდან და კიდევ სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე , რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აღარ ადევნებს თვალყურს, რადგან დროის დაკარგვა არ სურს.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ დღეს უკვე აღარ ვადევნებ ამ ყველაფერს თვალყურს, აღარ მაინტერესებს , ეს გახდა რაღაც ეპისტოლარული ჟანრის თხრობა, რომელშიც დროის კარგვის არანაირი სურვილი არ მაქვს“,-განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა