თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. სტამბოლში კი მმართველმა პარტიამ მცირედით შეძლო გამარჯვების მოპოვება, ვინაიდან მან ამომრჩეველთა 48,71 პროცენტი მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიამ კი 48,65%.

შიშობდნენ, რომ სტამბოლშიც ოპოზიცია გაიმარჯვებდა. თუმცა, მმართველი პარტიის ამ გამარჯვების არ სჯერა ოპოზიციის კანდიდატ ეკრემ იმამოღლუს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ სტამბოლში მან გაიმარჯვა.

როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ის ხარვეზები, რაც მთავრობას აქვს, გამოსწორდება. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 57 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა. ამომრჩევლებმა მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩიეს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა