ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიის წევრებისგან  პოზიტიური შეფასება გაკეთდება

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისია მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, დადებითად შეაფასებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან და ამიტომ ვენეციის კომისიისგან პოზიტიური დასკვნის იმედი აქვს.

"პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩვენ შევხვდებით ვენეციის კომისიის წევრებს. გავაცნობთ ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპრპექტს, რომელიც ეფუძნება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო პრაქტიკასთან, რაც კი არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიის წევრებისგან იქნება პოზიტიური შეფასება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლები დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა