მიხეილ სააკაშვილი - ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „ყველა დემოკრატიულ ძალას“ მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოველგვარი პირობების გარეშე მხარი ვლადიმერ ზელენსკის დაუჭირონ.

„ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია! მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ძალებს, მას მხარი დაუჭირონ ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე. ახლა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის დამარცხება შესანიშნავ შანსს წარმოადგენს უკრაინისთვის. „ახალი ძალების მოძრაობა“ იბრძოლებს ფალსიფიცირების წინააღმდეგ და პრეზიდენტი ზელენსკის გამარჯვებისთვის!“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელინსკი ხმათა 30.23%-ით ლიდერობს. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 16.65% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო