მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დაბრუნდება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ აპრილს უკრაინაში დაბრუნება გადაიფიქრა.

„მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს და უკრაინაში მის არშეშვებაზე ბრძანება ძალას დაკარგავს, ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებით ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, - განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს