გიორგი ქობულია white&case-სთან ხელშეკრულებაზე - გვაინტერესებს, რა რისკები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კაპიტალის მოზიდვას ვერ შეძლებს

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს და აბსოლუტურად მისაღებია, რომ ვიცოდეთ, რა არის იურიდიული რისკები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე, მთავრობასა და კომპანია white &case-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ კონსორციუმი ვერ შეასრულებს ინვესტიციის დროულად მოზიდვის ვალდებულებას ან მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვერ შეთანხმდებიან, მთავრობამ სწორია, რომ იცოდეს კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის რისკების შესახებ.

"დიახ, white &case-სთან იურიდიული ხელშეკრულების ნაწილია იურიდიული რისკების შეფასება იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ შეძლებს ბოლოს და ბოლოს კაპიტალის მოზიდვას იმ რაოდენობით, რაც ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოიზიდოს, ან არ შედგება მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაინტერესებს და აბსოლუტურად მისაღებია, რომ ვიცოდეთ, რა არის იურიდიული რისკები," - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, ამ მომენტში არანაირი სხვა ინვესტორები არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის საერთაშორისო იურისტები დაიქირავა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

ამასთან, კონტრაქტი, სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებზე მუშაობასაც ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა