საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით ლატვიაში და ფინეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით, ერთობლივი სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ფინეთში გაემგზავრნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. საპარლამენტო დელეგაციაში პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ხათუნა გოგორიშვილი შედიან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ფინეთის პარლამენტებში, ასევე უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში.

ვიზიტის მიზანია, ქართული მხარე გაეცნოს, თუ როგორ ხორციელდება აღნიშნულ ქვეყნებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობა, გაიზიაროს ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის და ეფექტიანი მართვისათვის.

ვიზიტი ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა