ომბუდსმენი - მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში 2018 წელსაც სერიოზული გამოწვევები გამოვლინდა სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში. ამ მიმართულებით ანგარიშში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეებზე, ასევე სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიების მასალებზე წვდომის აუცილებლობაზე და სხვ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ომბუდსმენის აპარატი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატის არაერთგზის საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ომბუდსმენის აპარატს არ გააცნო. შესაბამისად, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მას მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს.

„მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო