გიორგი ქობულია - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის საშუალებით ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებით 250 მლნ ლარამდე დააკრედიტებენ

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის საშუალებით ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებით 250 მლნ ლარამდე დააკრედიტებენ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ბიზნესი სისტემის ფარგლებში მაქსიმუმ 2 მლნ ლარით შეიძლება დაკრედიტდეს. ამ თანხის გარკვეულ ნაწილზე უზრუნველყოფა თავად ბიზნესმა უნდა მოახდინოს, დაახლოებით სესხის 70%-მდე ნაწილის გარანტორი კი მთავრობა იქნება.

"დღეიდან ვიწყებთ სემინარების და ვორქშოპების სერიას, რათა ბიზნესის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მუშაობის პრინციპები.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი შემოგვაქვს იმისთვის, რომ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს ფინანსებზე წვდომა. სწორედ ფინანსებზე წვდომაა პრობლემა ბიზმესის განვითარებისთვის. ბიზნესს, რომელსაც არ აქვს სესხის ასაღებად საკმარისი უზრუნველყოფა, ჩვენ როგორც სახელმწიფო დავუდგებით თავდებში. ვიმედოვნებთ, რომ ეს საშუალებას მოგვცემს დავაფინანსოთ დამატებითი ბიზნესები. წელს 20 მლნ ლარია ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ვიმედოვნებთ, რომ ეს 20 მილიონი ბანკებს საშუალებას მისცემს დამატებით 250 მილიონ ლარამდე სესხი გასცენ მცირე და საშუალო ბიზნესზე. თუ ეს მექანიზმი კარგად იმუშავებს, მომავალ წელს გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით", - განაცხადა ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო