მინისტრის მოადგილე - ანაკლიის პროექტში White&case-ის ჩართვა არის საწინდარი, რომ მოხდება ყველა ასპექტის გათვალისწინება შემდგომში სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე გადაჭარბებულად აფასებს პოზიციას, რომ მთავრობისა და კომპანია White&case-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კითხვის ნიშნებს აჩენს სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.

მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას ითვალისწინებს და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფოს სურს რისკები შეაფასოს, რათა სიურპრიზები თავიდან იქნას აცილებული.

"ვფიქრობ, გადაჭარბებულია ნებისმიერი ტიპის ინტერპრეტაცია, რომელიც კონსორციუმთან რაიმეს გაწყვეტაზე მიუთითებდეს. white&case-თან ხელშეკრულება წარმოადგენს ტიპიურ ხელშეკრულებას საკონსულტაციო იურიდიულ მომსახურებაზე. ეს არის მხარდაჭერა წმინდა იურიდიული კუთხით, ვინაიდან აქტიური ფაზა არის პირობების განხილვის, ხდება მნიშვნელოვანი პირობების გადახედვა და ვიტყოდი, რომ სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის უკიდურესად პოზიტიური, რადგან სწორედ ამ გადახედვების შედეგად მაქსიმალურად, შეიძლება უპრეცედენტოდაც ცდილობს სახელმწიფო, რომ არსებული ხელშეკრულება შედგეს და მას რეალურად განვითარება ჰქონდეს.

ასეთი საერთაშორისო კომპანიის ჩართვა არის საწინდარი იმისა, რომ მაქსიმალურად იქნება ყველა ასპექტი გათვალისწინებული შემდგომში რაიმე სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს