არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას კიდევ ერთხელ აყენებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას კიდევ ერთხელ აყენებენ.

საია-ს ინფორმაციით, "ამ ეტაპზე, როდესაც სოციალურ მუშაკებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შედეგიანად წარიმართოს.

კერძოთ, საია-ს თქმით, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს სოციალური მუშაკების ყველა მოთხოვნა, როგორც უშუალოდ მათი შრომითი უფლებების დაცვასთან, ასევე ბენეფიციართათვის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

"სოციალური მუშაკების წარმოებაშია ასეულობით მიმდინარე საქმე. მათ კომპეტენციას განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის და შეზღუდვის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრების, ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, სათემო ორგანიზაციების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ქვეპროგრამებში ჩართვა/მონიტორინგი, ასევე, მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭრის, შვილად აყვანის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის, ოჯახური დავების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საპროცესო წარმომადგენლობის, გადაუდებლად შესასწავლი შემთხვევების, მიმღებ მშობლად/მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების და სხვა მომართვები.

არსებული ადამიანური რესურსით, აღნიშნული ფუნქციების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, დღეს მოქმედი კანონმდებლობით შემოთავაზებული სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის გეგმა კი აცდენილია რეალობას და არ შეესაბამება სხვა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო კი დღემდე არ მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს პარლამენტთან", - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას კიდევ ერთხელ აყენებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა