ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ ივანიშვილის კრიტიკაზე - ადამიანს თუ სურვილი აქვს მოსახლეობას დაეხმაროს და ეს ვინმეს პრობლემა ჰგონია, თავად ასეთ ადამიანს აქვს პრობლემა

ადამიანს თუ სურვილი აქვს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაეხმაროს და ეს ვინმეს პრობლემა ჰგონია, თავად ასეთ ადამიანს აქვს პრობლემა, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ბრალდებას, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ მოქალაქეების მოსყიდვას ცდილობს.

დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს "ქართული ოცნების“ გაძლიერება. მისივე თქმით, ის როგორც პარტიის ლიდერი, ამ არჩევნებზეც მთავარი ლოკომოტივი იქნება.

ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ერთმნიშვნელოვანი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ბევრი საინტერესო პროექტი აქვს პარტიის გაძლიერების თვალსაზრისით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს