არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით იმ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს

მივესალმებით იმ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას და მის დემოკრატიას. არჩევნები არის დემოკრატიის ნაწილი და დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხი თავის საბოლოო არჩევანს გააკეთებს. მივესალმებით პრეზიდენტობის იმ კანდიდატს და იმ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს უკრაინელი ხალხი",- განაცხადა თალაკვაძემ.

უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ხმათა 30.23%-ით ლიდერობს. აღნიშნულ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 16.65% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო