სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის დელეგაცია ლატვიასა და ფინეთს ეწვევა

ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება" ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ფინეთში გაემგზავრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები შეხვედრებს ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართავენ, სადაც სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფის და შემოსავლების აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე ლატვიის პარლამენტს ეწვევიან, სადაც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები თანამშრომლობის გამოცდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს.

მათივე ინფორმაციით, ლატვიიდან საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ჰელსინკიში, სადაც შეხვედრებს გამართავს ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ფინეთისა და საქართველოს გენერალური აუდიტორები ტუტი ილი ვიიკარი და ირაკლი მექვაბიშვილი ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.

საქართველოსა და ფინეთის აუდიტორული უწყებების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების იდეა მარტის დასაწყისში, იერუსალიმში გამართულ EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე გაჩნდა. დელეგაციას პარლამენტის მხრიდან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ხელმძღვანელობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა