ომბუდსმენი - პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს აქვთ ცდუნება, „წესრიგის“ შესანარჩუნებლად, ხელი შეუწყონ არაფორმალური მმართველობის არსებობას

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემაა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების ნაკლებობა; ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა; პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირე; სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის კუთხით არსებული ხარვეზები; ფსიქიკური ჯანდაცვა; თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის შექმნა; პერსონალის სიმცირე და მათი სამუშაო პირობები.

„პენიტენციურ სისტემაში ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა; დიდი პენიტენციური დაწესებულებები, რომლის პირობებშიც გართულებულია წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება, რაც ზრდის კრიმინალური სუბკულტურის გავლენასა და არასათანადო მოპყრობის რისკებს; პენიტენციურ დაწესებულებაში „წესრიგისა და უსაფრთხოების“ უზრუნველყოფის არსებული მიდგომები, რომელიც პატიმრის ქცევის მართვის ნეგატიურ ასპექტებს ეფუძნება და პატიმრებში ამცირებს სამართლიანი მოპყრობის განცდას და ზრდის ძალადობრივი ინციდენტების ალბათობას.

არსებული მდგომარეობის ფონზე პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს აქვთ ცდუნება, რომ დაწესებულებებში „წესრიგის“ შესანარჩუნებლად, გარკვეულწილად დაუშვან და მეტიც, ხელი შეუწყონ არაფორმალური მმართველობის (სუბკულტურის) არსებობას. წინა წლების მსგავსად, 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგების დროს მიღებული ინფორმაციით (პატიმრებთან და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან გასაუბრება), დაწესებულებებში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა, ” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა გაზრდილია, მათ შორის, გაზრდილია სუიციდით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობაც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გარდაცვალების მიზეზს უმეტესად სომატური ჯანმრთელობის პრობლემები წარმოადგენს.

პენიტენციურ სისტემაში არსებულ ხარვეზებთნ დაკავშირებით, სახალხო დამცველი საუბრობს პატიმართა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის პრობლემაზეც. როგორც 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, არ ხდება პატიმრების მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთება.

გარდა ამისა, ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა, ოჯახის ვიზიტის დროს კონფიდენციალური გარემოს არარსებობა და სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის დარღვევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს