სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებს

მოსამართლეთა შესახებ უმრავლესობის პროექტი მორგებულია ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით,- აღნიშნული შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, მან და მისმა თანაგუნდელებმა კომისიის წევრებს საკუთარი პოზიციები გააცნეს და გაუზიარეს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროექტი მმართველ გუნდზეა მორგებული.

"საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ატარებს სრულიად ფორმალურ ხასიათს. თვითონ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ფაქტობრივად საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოამზადონ საკუთარი დასკვნები და რეკომენდაციები. ხელისუფლება სწორედ ასე ფორსირებულად ცდილობს ამ კანონპროექტის გატანას პარლამენტში, რადგან ეს პროექტი არის მორგებული ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, მაგრამ მთავრობა არ აძლევს ვენეციის კომისიას როგორც ჩანს, საერთოდ საკმარის დროს იმისთვის, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში",- განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს