სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, უკრაინაში ცვლილებების დრო დგება - ოლიგარქიული მმართველობის გამოწვევა საქართველოსა და უკრაინისთვის საერთოა

როგორც ჩანს, უკრაინაში ცვლილებების დრო დგება და ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის გამოწვევა არის საერთო საქართველოსთვის და უკრაინისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის შედეგი, რაც დაიდო, აჩვენებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს მოსწყინდა განუხორციელებელი რეფორმები, კორუფციაში ჩართული ქვეყანა და მათ სურთ რეალური ცვლილება.

„ის შედეგები, რაც დღეს უკრაინაში უკვე დაიდო, ძალიან მაღალ ალბათობას აჩენს, რომ განსხვავება, რომლითაც ზელენსკი უსწრებს სხვა კანდიდატებს, არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილება უკრაინაში ასევე სურს ევროკავშირს, რადგან ევროკავშირიც ასევე სრულიად იმედგაცრუებულია რეფორმებით, რომელიც დღემდე გატარდა უკრაინაში.

უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ხმათა 30.23%-ით ლიდერობს.

აღნიშნულ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 16.65% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა