„საქართველოს ფოსტამ“ EMS გზავნილების მიმართულებით ორი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა

„საქართველოს ფოსტამ“ 2018 წლის მონაცემებით მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით გაიმარჯვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, კომპანია სტანდარტების შესრულების კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფოსტამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბ-ბინაში EMS კოოპერატივის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი გენერალური ანსამბლეა გაიმართა. EMS კოოპერატივის დაკვეთით ყოველწლიურად ტარდება წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება ორი მიმართულებით - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა სამ საპრიზო ნომინაციაში: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოდ და გადმოგცენ ოქროს პრიზი, ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ და „პოსტევროპის“ ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძე.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 200-მდე ქვეყანას, პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს