„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი - ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად ყოფს სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მათი ბენეფიციარების ინტერესებს

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა არღანაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ხელოვნურად ხლეჩს სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და მათი ბენეფიციარების ინტერესებს“. ამის შესახებ ანა არღანაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სოციალური მუშაკების გაფიცვის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაიმართა.

მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სისტემაში პრობლემების მოუგვარებლობა არა ფინანსების ნაკლებობას, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონას უკავშირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღეს სამინისტრო ვალდებულია, პარლამენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, წარადგინოს ის ხარჯთაღრიცხვა და ხედვა, რაც პრობლემის გამოსწორებას უდევს საფუძვლად. ჩვენ პარასკევს პარლამენტში მოვისმინეთ, რომ რეალურად, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არქონაში. როგორც მათ განაცხადეს, მაგალითად, ხელფასების მომატებას ისინი არ უარყოფენ, იმიტომ რომ თანხა არ არის, არამედ რაღაც სხვა მიზეზების გამო, რაც გვაფიქრებინებს მათი პოლიტიკური ნების არქონაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამინისტრო ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სოციალურ მუშაკებზე და მათ არცხვენს იმ კუთხით, რომ ვითონ სოციალური მუშაკები ამბობენ უარს ბენეფიციარების მომსახურებაზე, რაც არის სიცრუე, სინამდვილეში, სამინისტრო თავისი არაეფექტური პოლიტიკის გადაფარვას ცდილობს და რაც მთავარია, დღეს, რასაც სამინისტრო სთავაზობს სოციალურ მუშაკებს, მაგალითად, ვაუჩერის ბეჭდვის გაუქმებას და რაღაც დეტალებს, ეს ყველაფერი ხალხამდე არ მივა. ხალხს, ბავშვებს, ხანდახზულებს, რომლებსაც შიოდათ, ისევ ისე ეშიებათ, აი ამ შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმით, როგორც აქამდე შიოდათ და ისევ ისე იქნებიან ქუჩაში. ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად ყოფს სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მათი ბენეფიციარების ინტერესებს, ამიტომ სოციალური მუშაკები თუ დათანხმდებიან ამ მოთხოვნებს, სინამდვილეში, მათი ბენეფიციარები ისევ დაუცველები რჩებიან და რა თქმა უნდა, ამაზე იქნება ისევ დიდი პროტესტი და სამართლებრივი დავა“, - განაცხადა ანა არღანაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია შეიქმნას რეაგირების გამჭვირვალე ჯგუფი, სადაც სოციალურ პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილება.

„სოციალური მუშაკები ითხოვენ, რომ შეიქმნას ისეთი ჯგუფი, სადაც განხილული იქნება სოციალური პოლიტიკა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებენ ამ პრობლემებზე. სამინისტრო კატეგორიული წინააღმდეგია გამჭვირვალობის, მათ უნდათ, რომ ჩაკეტილი იყოს ინფორმაცია, მათ უნდათ, რომ ერთ ოთახში ჰყავდეთ მუშაკები და მუდმივი ზეწოლა განახორციელონ მათზე. მე მინდა მივმართო პარლამენტს, მათი საზედამხედველო როლი, როგორც ჩანს არაეფექტურია, რადგან არაერთხელ დაიბარეს მათ მინისტრი და მინისტრის მოადგილე და ამას შედეგი არ მოაქვს. მაშინ ჩვენ გვაქვს შეკითხვა, პარლამენტის ფუნქცია რა არის სოციალური პოლიტიკის განსაზღვრაში, მონიტორინგში და ზედამხედველობაში.?! ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ პარლამენტს რეალური საზედამხეველო ფუნქცია აქვს და რეალურად შეუძლია თავისი როლის განხორციელება“, - განაცხადა ანა არღანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს