ნაზი ჯანეზაშვილი - ვენეციის კომისიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, მათ გავუზიარებთ მოსამართლეების შესახებ პროექტზე ჩვენს მოსაზრებებს

ვფიქრობ, ვენეციის კომისიასთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, გავაცნოთ ხედვები, რომლებიც პრობლემაა დღესდღეისთვის და რომელსაც ვერ ცვლის მოსამართლეების შესახებ ახალი კანონპროექტი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი ფაქტორის გამო, ის არ მოსწონს.

"უმთავრესია ის, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა ისეთი ფორმით, რომ „კლანის“ წევრებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, კვლავ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები და აქცენტი გაკეთდეს ღირსეულ ადამიანებზე, რომლებიც მოვლენ გარედან. თუმცა პროექტით ეს არსებითად ვერ იცვლება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც იღებს ხმათა ორი მესამედი, როგორც აქამდე იყო. სამწუხაროდ, კვლავ არ რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტი იმგვარად, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ან იყვნენ საბჭოს წევრები, ან განაცხადონ თავიანთი ინტერესი და გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ამიტომ, ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც პროექტი არ მომწონს, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი გამოცხადდა. მაგრამ მხოლოდ ცალკე აღებული კონკურსი ვერ უზრუნველყოფს ისევ და ისევ იმ გავლენიანი ჯგუფის კადრების მოხვედრას სასამართლო სისტემაში", - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა