კობა გვენეტაძეს პარლამენტში 5 აპრილს მოუსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პარასკევს, 5 აპრილს, პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

გვენეტაძე პარლამენტის წინაზე საკუთარი ინიციატივით - რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი წესით გამოვა.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საცალო დაკრედიტების რეგულაციების საკითხზე მოუსმენენ.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა