ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში რიგით მეორე ტურნესთვის ემზადება

2 აპრილს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლიდან აცნობეს, ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინიდანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები. ტურნე აშშ-ში 28 აპრილს დასრულდება.

ანსამბლ „ადილეის“ ტურნირის განრიგი კი ასეთია: 3-5 აპრილი – ბოსტონი; 7 აპრილი – ურბანა; ილინოისი; 9-11 აპრილი – ბლუმინგტონი, ინდიანა; 12 აპრილი – ინდიანაპოლისი, ინდიანა.

რაც შეეხება „ადილეის“ და დები ჩამგელიანების სატურნირო განრიგს, ის შემდეგ რიცხვებში გაიმართება: 13-16 აპრილი – სამხრეთ კალიფორნია; 18-21 აპრილი – ჩრდილოეთ კალიფორნია; 22-23 აპრილი – სიეტლი, ვაშინგტონი; 25-27 აპრილი – ნიუ იორკი.

„ცნობისთვის, ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. ანსამბლი ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას. „ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო