გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, სასამართლოში ჩვენება იმ ოთხმა მოწმემ მისცა, რომლებიც იაგო ნებიერიძესთან ერთად ობიექტზე მუშაობდნენ

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე დღეს მისი თანამშრომლები დაიკითხნენ.

სასამართლოში ჩვენება იმ ოთხმა მოწმემ მისცა, რომლებიც იაგო ნებიერიძესთან ერთად იმ ობიექტზე მუშაობდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ზურაბ წერეთელმა განუცხადა, დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ის 4 მოწმე, რომლებიც უშუალოდ იაგო ნებიერიძესთან ერთად მუშაობდნენ იმ ობიექტზე, სადაც მოხდა იაგო ნებიერიძისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მათ სასამართლოს იაგო ნებიერიძესთან დაკავშირებით, ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს.

მათ სამუშაოების შესრულებისას ნებიერიძესთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდათ დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, თუმცა, წარსულში ურთიერთობა მათ არ ჰქონიათ. ერთმანეთი ობიექტზე მუშაობისას გაიცნეს. შესაბამისად, იქამდე იაგო ნებიერიძე რას წარმოადგენდა, ეს ინფორმაცია არ აქვთ.

მოწმეებმა მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

ეს ადამიანები ცხედრის აღმოჩენას არ ესწრებოდნენ. ცხედრის პოვნა პოლიციელების და იმ უბანში მცხოვრები ადამიანების მიერ მოხდა.

დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით გარკვეული გარემოებები დასტურდება, რაც საერთო ჯამში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა იქნას შეფასებული. თუმცა, საქმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია“ , - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა