მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდათ რძის მიღება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვაშლის ბაღის და კენკროვანი კულტურების გასხვლა-ფორმირებასა და აგროტექნოლოგიაზე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ფერმაში გასატარებელ ვეტერინალურ-ზოოტექნიკურ ღონისძიებებსა და სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობაა. 2019 წელს, სპეციალისტებმა კახეთის, გურიის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონის 65 სოფელში 3 000-ზე მეტ ფერმერთან უკვე გაიმართა შეხვედრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა