პეტიციას, რომელიც პირველკლასელთა სასკოლო ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს, განათლების სამინისტრო განიხილავს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივით, 402 მოქალაქის მიერ შემუშავებული პეტიცია, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ კანონში საქართველოს კანონში“ ცვლილებებს და პირველკლასელთა სასკოლო ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსახილველად გადაეგზავნება.

როგორც ჯაშმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი პეტიციის განხილვას სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ გააგრძელებს.

„ის არგუმენტები, რომელიც წარმოდგენილი იყო თავის დროზე ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის გარკვეულწილად არსებითი, მაგრამ ასეთი სიხისტეც არ იყო აუცილებელი, როდესაც ხდებოდა

სკოლის ასაკის დადგენა. მაქვს მოძიებული მტკიცებულებები და საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც იძლევა დამატებითი მოქნილობის საშუალებას, თუმცა, ჩვენ დღეს რომც ვიყოთ მზად აღნიშნული ცვლილებების მისაღებად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი საკითხი: პირველი - ქვეყნებში, სადაც ხდება სავალდებულო ასაკის გვერდის ავლით საგამონაკლისო წესის გათვალისწინება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასების ინსტუმენტები. ბავშვს ამოწმებს ან საბავშვო ბაღი ან მუნიციპალური რესურს ცენტრი ან თავად სკოლების ბაზაზეა მსგავსი შეფასების ინსტრუმენტები, რომ ეს არ იყოს მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული. მეორე საკითხი გახლავთ ჩვენი ინფრასტრუქტურის მზაობა. დღეს ჩვენ რომც ვიყოთ მზად ასაკის ცვლილებისთვის, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურული რესურსი შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუკი, 31 დეკემბრამდე მოხდება გახანგრძლივება სკოლის ასაკის მიღების, 15-დან 20 ათასამდე ბავშვის დამატება მოგვიწევს პირველ კლასში, რაც შეიძლება პრობლემა იყოს. გთავაზობთ, რომ პეტიცია მოსაზრებისთვის გადავაგზავნოთ განათლების სამინისტროში და მათგან მიღებული დასკვნის ან რეკომენდაციის საფუძველზე გავაგრძელოთ აღნიშნულ პეტიციაზე მსჯელობა“, - განაცხადა ჯაშმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან