ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს იორდანიის სამეფოს საბაჟოს 11-კაციანი დელეგაცია ესტუმრა

1-ელ აპრილს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“, იორდანიის სამეფოს საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მეთაურობით, 11-კაციანი დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აშშ საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით შედგა. სტუმრებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი, საქართველოში საბაჟო სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი ერთობლივი უწყებათაშორისი დანაყოფების საქმიანობის გაცნობაა. კერძოდ, სტუმრები, საბაჟო სფეროში, რეფორმების კუთხით, გაფორმების ეკონომიკური ზონების ფუნქციონირების კონცეფციას, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი დანაყოფების საქმიანობას, უწყებათაშორის თანამშრომლობის მხრივ არსებულ გამოცდილებას, ასევე დანაყოფების მიერ ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან (ნარკოტიკების, ქიმიური პრეკურსორების, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სტრატეგიული ტვირთების უკანონო ბრუნვა, ასევე, ფინანსურ სამართალდარღვევებს და ა.შ) დაკავშირებული რისკების ანალიზის მეთოდიკას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საბაჟო გამშვებ პუნქტს „სარფი“, ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციონირებას გაეცნობიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს