ოთარ კახიძე - მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო

მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო, რითაც უნდა სასამართლო რეფორმის რეალური პერსპექტივა მოკლას, - აღნიშნული შეფასება "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ" კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე და იმედი აქვს, რომ კომისია მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

„ევროპულმა საქართველომ" ვენეციის კომისიას გააცნო საკუთარი შეხედულება და მიმოიხილა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო, რითაც უნდა მოკლას პერსპექტივა რეალური სასამართლო რეფორმის. ჩვენ ავუხსენით, რომ ჩინჩალაძის „კლანი“ მთლიანად აკონტროლებს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2/3 და შესაბამისად, დაუშვებელია მათზე კანონპროექტების მორგება. ასევე, ვუთხარით ჩვენი შეთავაზება, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგეს კანდიდატების ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ვენეციის კომისიის ექსპერტები რა თქმა უნდა, გარდა სამართლებრივი მიმოხილვისა, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ კონტექსტს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა კახიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მმართველი პარტია ცდილობს ჩინჩალაძის "კლანს" გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო" - ოთარ კახიძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს