ომბუდსმენი - 2018 წელს შსს-მ არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

2018 წელს არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს კვლავ მაღალი იყო ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებების რიცხვი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევა, გარყვნილი ქმედების 81 საქმე და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 205 საქმე. ამასთან, 2018 წელს, ჯამში, შსს-მ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 405 შემთხვევა დაარეგისტრირა, რომელთაგანაც გაიხსნა 156 საქმე.

ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ზემოაღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია და ეფექტიანი პრევენციის მისაღწევად, დაუყოვნებელი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ამ ფონზე, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან ბავშვების დასაცავად,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა