სერგეი ლავროვი - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაურ კოვესთან შეხვედრაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს ორმხრივი ურთიერთობებისთვის მდგრადი საფუძველი აქვთ“. მან ასევე აღნიშნა საგარეო პოლიტიკის კუთხით კოიორდინირების მექანიზმების ეფექტურობა.

„ჩვენ განვაგრძობთ აფხაზეთისთვის დახმარების გაწევას მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების კუთით. ასევე დიდ შეფასებას ვაძლევთ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესრულებულ ამოცანებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო