გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, გლდანს ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, მორეტის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ჯანჯღავას და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედანის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ფაღავას, ცისკრის, გონაშვილის, ლადო მესხიშვილის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ისნის, მეტეხის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, რუისის, სევანის, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, მაჭარის, ალიხანიანის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, ხერხეულიძის, წურწუმიას და იზაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლოჭინის ხევის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ჭირნახულის, მშვიდობის, იუმაშევის, ევროპის, ლეონტი მროველის და ნახუცრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ჯავახეთის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, ცაბაძის, დავით ყიფიანის და ფოთის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ოჟიოს, მიროტაძის, ანდრია აფაქიძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ჭიათურის, ბალანჩივაძის, გურამ ბზვანელის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის და ბარნოვი ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლება IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ნინუას, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის და ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივანის, მარო მაყაშვილის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.