„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ „თეგეტა მოტორსმა“ რჩეული გუნდი დააჯილდოვა

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ გამარჯვებული გამოავლინა. თეგეტას პროექტის „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ რჩეული იდეა გახდა „Car ქესი“, რომელიც წარმოადგინა გუნდმა „პინაპელი“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „Car ქესი“ მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილებისას წარმოქმნილი ქარით მიღებული ენერგიის გამომუშავებასა და შემდეგ მის გამოყენებას გულისხმობს. ინოვაციური პროექტის ავტორებს „თეგეტა მოტორსმა“ პრიზის სახით 5 000 ლარი გადასცა.

„თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლის განცხადებით, პროექტმა ავტოწარმოებაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი რევოლუცია მოახდინოს.

„ჩვენ მიერ შეირჩა გუნდ „პინაპელის“ პროექტი „Car ქესი“, რადგან იდეის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის პრინციპებთან, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურებისგან დაცვას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შესაძლებელია ავტოწარმოებაში რევოლუციაც მოახდინოს და მსოფლიო დააფიქროს ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების ახალ მეთოდზე,“ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელმა.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით,“ – ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, წლევანდელი კონკურსის შედეგად გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე აშშ-ში NASA-ს შტაბ-ბინაში გაემგზავრება და მონაწილეობას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში მიიღებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს