სენაკში II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე აღინიშნა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და დასავლეთ სარდლობის სარდალმა საბრძოლო მოქმედებებში, ასევე, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს. მათ დასავლეთ სარდლობის თითოეული ქვედანაყოფის ღვაწლი აღნიშნეს, სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

„დასავლეთ სარდლობის იუბილე დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედლებით, ასევე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღებით დაჯილდოვდა.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით II და III ქვეით ბრიგადებში სპორტული დარბაზები საზეიმოდ გაიხსნა. სპორტული კომპლექსები სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება ღია კარის დღით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

სახმელეთო ჯარების სარდლობა 2006 წლის 17 თებერვალს ჩამოყალიბდა. 2016 წელს გაუქმდა სახმელეთო ჯარების სარდლობა და საქართველოს პრეზიდენტის (უმაღლესი მთავარსარდლის) 2016 წლის 04 მარტის N1 ბრძანებით დამტკიცდა ორი სარდლობა: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა“, - ნათქვამია თავდავის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა