საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა

საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. აკადემიის დღე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ, სერჟანტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიმართეს. მათ თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში სერჟანტების განსაკუთრებულ როლზე, სერჟანტთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ლევან იზორიას განცხადებით, საამაყოა ის გზა, რაც საქართველოს სერჟანტთა კორპუსმა გაიარა და დღეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებული სერჟანტთა ინსტიტუტი გვაქვს.

საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების ეტაპები სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, კობა ცირეკიძემაც გაიხსენა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამ წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის 8 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის ძალების მეთაურის ,,მადლობა“, 33 სამხედრო მოსამსახურეს კი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“ გამოეცხადა. ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა