სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილს შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ  თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში

სააკაშვილმა რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა, მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. და, რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა „გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - უცხოეთში 2008 წლის ომზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას აღიარებენ. ზურაბიშვილი კი საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს, როცა ამაზე მინიშნება გააკეთა. ამის თქმა ქვეყანაში დღემდე არაა შესაძლებელი? - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში.

„ეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყო და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ომის დაწყებაში საქართველო დავადანაშაულე, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ ჩვენი პროვოცირება მოხდა ძალიან ძლიერად და ჩვენ უნდა გვეცადა, შევწინააღმდეგებოდით ამას. შევძლებდით თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ: ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე პროვოკაციებს ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი, რადგან ჩვენ ამგვარი ბრძოლის მოგებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო