აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირისკენ მსვლელობას აწყობენ, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ დასრულდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც უბედურ შემთხვევას გუშინ ღამით ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

მათივე განმარტებით, მშრომლეთა სიცოცხლე საფრთხეშია და ამ ყველაფერს სწორედ ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი.

შეგახსენებთ დღევაბნდელი აქციის ორგანიზატორია დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“, რომელსაც უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და კიდევ ერთი დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა