ჟურნალისტის კითხვაზე: “რატომ არ მოგილოცათ პუტინმა პრეზიდენტად არჩევა? არ მოსწონხართ?“ სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - არა მგონია. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს

კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა:“რატომ? არ მოსწონხართ? - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:. არა მგონია. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს.

„კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო