მეფუტკრეები ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს კოორდინირებულ მიდგომას დადებითად აფასებენ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასა და ფუტკრის მოვლისა და დაცვის ღონიძიებებზე მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მეფუტკრე ფერმერებს ინფორმაცია ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მეფუტკრეებთან გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება მოხდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

„წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება; ასევე, შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.

მეფუტკრე ფერმერებმა მეფუტკრეობის განვითარების ახელმწიფო სტრატეგია და მავნებელთან ბრძოლის პროცესში კოორდინირებული მიდგომა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დაგეგმილი დაცვითი ღონისძიებები მინიმუმამდე დაიყვანს ფუტკრის დაზიანების რისკს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - farosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

შეხვედრას ესრებოდნენ მეფუტკრეები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა