კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ახალი პროგრამის დეტალები მეწარმეებს მინისტრმა გიორგი ქობულიამ გააცნო.

„საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, ქონებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოწვევა იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება კი, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ასეთი კომპანიებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს პერმანენტულ საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში, რათა, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ ისარგებლოს ამ მექანიზმით“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

მათივე განმარტებით, სქემის ოპერირებას და მონიტორინგს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს.

• სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს.

• სქემის ფარგლებში გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.

• საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით