ვახუშტი მენაბდე - ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!

ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციაზე მყოფმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მას ინფორმაცია არ აქვს, სად არიან დაკავებულები გადაყვანილები.

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ჩამოშალეს იმ შენობის ღობის ნაწილი, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თბილისის მერს კახა კალაძეს, მივიდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო