საპროტესტო აქციაზე ალეკო ელისაშვილი მივიდა

ჭავჭავაძის 5 ნომერთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ალეკო ელისაშვილიც მივიდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა,იზიარებს აქციაზე მყოფი ადამიანების მოთხოვნას, რომ მშენებლობების ს დროს შრომითი უსაფრთხოება ქვეყანაში უნდა იყოს დაცული.

„ყველაფერი მორგებულია მდიდარი დეველოპერების ჯიბესა და ინტერესს.არც გეოლოგიად და არც მასალების ხარისხს არავინ აკონტროლებს. ყველა დეველოპერი "ქართული ოცნების"დეპუტატია და არ ადარდებთ, რამდენი ხალხი ჩაიმარხება მშენებლობაში", - განაცხადა ელისაშვილმა.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის იმ შენობის ღობესთან იმყოფებიან, სადაც გუშინ ორი მუშა უბედური შემთხვევის გამო დაუღუპა. შენობის ეზოში განლაგებულია პილიცია და აქციის მონაწილეებს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს