ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები ვაკის პირველ განყოფილებაში არიან გადაყვანილები

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ჭავჭავაძის გაზირზე აქციის დროს 5 მოქალაქეა დაკავებული, ,მათ შორის, არიან კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის "წევრი დავით სუბელიანი.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აქციაზე განუცხადა,სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა.

მისი თქმით, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის დაკავებული. ლომჯარიას თქმით, დაკავებული პირები ვაკის პირველ განყოფილებაში არიან გადაყვანილები. ლომჯარიას განმარტებით მათ უახლოს დროში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოინახულებეენ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ლომჯარია მას იზიარებს და აცხადებს, რომ მშენებლობის დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო