გია ხუხაშვილი - მინდა ივანიშვილს ახსოვდეს, რომ 2012 წელს ჩვენი სიცოცხლეც რაღაც ღირდა და ყველაფერს თავის თავზე ნუ მიიწერს

„მინდა ივანიშვილს ახსოვდეს, რომ 2012 წელს ჩვენი სიცოცხლეც რაღაც ღირდა და ყველაფერს თავის თავზე ნუ მიიწერს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ხუხაშვილმა გაიხსენა 2012 წელი და აღნიშნა, ივანიშვილს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხელისუფლების შეცვლაში მაშინ წვლილი მის გარდა, სხვებსაც მიუძღოდათ.

„კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილმა თავი გადადო მაშინ და არ შეიძლება, მას ეს არ დავუფასოთ, მაგრამ მე მასზე ნაკლებ რისკზე არ წავსულვარ მაშინ, თუ მეტზე არა, რადგან ის ჩემთან შედარებით ბევრად კარგად იყო დაცული. მაინც არ მინდა, ის დავუკარგო, რადგან ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და ასეთ რისკზე მიდის, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია. მაგრამ ჩვენი სიცოცხლეც რაღაცა ღირდა და მე მინდა, რომ ეს მას ახსოვდეს და ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ მიიწერს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

„რა გზავნილებიც ამოვიკითხე სალომე ზურაბიშვილისგან ამ ინტერვიუში, ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ტექსტები. ფაქტობრივად, ამ ინტერვიუში ქვევრის როლში გამოდის სალომე ზურაბიშვილი. რასაც ივანიშვილი მას ეუბნება, იმის რეტრანსლაციას ახდენს. ვიცი მე ეს ტექსტები კარგად და იმიტომ. დიდი ბოდიში, ეს გზავნილი 2016-ში არ იყო? მანამდეც არ იყო? ეს გზავნილი შეიძლება, გამეორდეს 2032 წლამდე. გგონიათ, სადმე წასული იყო ივანიშვილი?“, - განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა