აქციის მონაწილეები „სახალხო მოძრაობის“ შექმნას აანონსებენ

აქციის „სოლიდარობა მუშებს“ მონაწილეები დღეს საპროტესტო აქციებს შეაჩერებენ, თუმცა ამ ტიპის პრობლემებთან დაკავშირებით ბრძოლას გააგრძელებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ღვინჯილიამ თბილისი მერის კახა კალაძის სახლთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, კალაძის საცხოვრებელ სახლთან, საავტომობილო გზა ცალმხრივად გადაკეტეს. ამასთან, ითხოვენ, რომ კალაძე მათ შეხვდეს, გაესაუბროს ჭავჭავაძის გამზირზე ორი მუშის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე და ასევე, ,წარმოადგინოს მისივე ხედვები მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

„დღეს "სოლიდარობის ქსელით" დაანონსდება შეხვედრის ადგილი. ვიწვევთ ტაქსის მძღოლებს, იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს და ყველა ჩაგრულ ჯგუფს, რათა ყველამ ერთად დავაანონსოთ "სახალხო მოძრაობა ", რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებზე. ვნახოთ, ვინ ვის შეხვდება, .ალბათ, ვეცოტავებით.. ასე გაგრძელება არ შეიძლება .ყველა მოდით, ,ამიტომ შეხვედრებს ვაანონსებთ დამოუკიდებელ ჯგუფებთან. რაც შეხება დღევანდელ საღამოს, ახლა ამ აქციას ვაჩერებთ, მაგრამ ვაანონსებთ შეხვედრებს დამოუკიდებელ ჯგუფებთან“, - განაცხადა ღვინჯილიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა