აქციის მონაწილეები პოლიციის იმ შენობასთან მიდიან, სადაც დაკავებულები არიან გადაყვანილები

დედაქალაქის მერის საცხოვრებელ კორპუსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან წასვლა გადაწყვიტეს. ისინი ამ წუთებში პოლიციის შენობასთან მიდიან, სადაც აქციის დროს დაკავებული რამდენიმე პირია გადაყვანილი.

როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, პოლიციის განყოფილებასთან გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. შეგახსენებთ, რომ აქციაზე სახელწოდებით „სოლიდარობა მუშებს“ ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა