საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

"ახლა მორჩა აქცია და მივდივართ. ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, ის დღეს არ შესრულდა. კახა კალაძე არ მოვიდა, მთავრობამ ყურადღება არ მოგვაქცია და ეს სამწუხაროა. დღეს ღამე ვაპირებთ, დავგეგმოთ, ზუსტად როგორ უნდა გავაგრძელოთ მოქმედება. მზად ვართ გაგრძელებისთვის, ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის, ან აქტივისტია, ან პროფკავშირის წევრია, მოქალაქე, ვინც ხშირად უსმენს, რა ხდება ქვეყანასა და "ფეისბუქზე" და გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ იქნება მსხვერპლი, რადგან უკვე აღარ შეგვიძლია ასე. განცხადებას სოციალური ქსელით გავავრცელებთ. სამომავლო გეგმებზე იქ დავწერთ. ჩვენ გვინდა, ახალი და ჯანსაღი მოძრაობა შევქმნათ, რომელიც არ იქნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარშემო. მთავარია, მუშებზე და მშრომელებზე ვიზრუნოთ, შრომის უფლებები კი არ არის დაცული ქვეყანაში. პოლიტიკა "თუ არ მოგწონს, წადი", უნდა მორჩეს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა