პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს რიგით მეექვსე ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

თამარ ქალდანის ინფორმაციით, მომართვიანობისა და ინსპექტირების ზრდის ტენდენცია მეექვსე წელია უცვლელია. კერძოდ, მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე - გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო.

დამატებით გაიცა შესასრულებლად სავადებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება.

საჯარო სექტორში, მსხვილ და საშაულო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც - 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა“, - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა